მამუკა ბახტაძე - მთაში მცხოვრები თითოეული ადამიანი საქართველოს ცოცხალი ფარია

თქვენ ხართ მთელი საქართველოს იმედი, თქვენი აქ ყოფნით იცავთ ქართულ მიწას, საქართველოს საზღვარს, თითოეული მთაში მცხოვრები საქართველოს ცოცხალი ფარია, - ასე მიმართა მთის მცხოვრებლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, მაღალმთიანი რეგიონების განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგიის პრეზენტაციისას.

მამუკა ბახტაძის თქმით, მთავრობის პრიორიტეტია, რომ მთაში მცხოვრებლებს ღირსეული პირობები შეუქმნას და ცხოვრება შეუმსუბუქოს.

„11 დეკემბერს მსოფლიოში მთის საერთაშორისო დღე აღინიშნება. წელს, პირველად ჩვენც ვუერთდებით ამ დღეს და იმედი მაქვს, ლამაზ ტრადიციად იქცევა, მით უფრო, რომ საქართველოს ნახევარზე მეტი მთიანია. ამიტომაც ჩვენ განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს მთისა და მთის ხალხის მიმართ. თქვენ უღალატო ხალხი ხართ, ასე იყო ისტორიულად, ასე არის დღესაც და ასე იქნება სამუდამოდ. ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, როდესაც ჩვენი მთის მოსახლეობას ვესაუბრები და ვესაუბრები უშუალოდ. იმედია, არავინ მიწყენს, მაგრამ მათგან ისეთ რჩევას მიიღებ, რომ მართლაც შეიძლება, მთელი ცხოვრება დაგამახსოვრდეს.

მინდა გითხრათ, რომ თქვენი ვაჟკაცობითა და ქედუხრელობით მთელი საქართველო ამაყობს. თქვენ ხართ მთელი საქართველოს იმედი, თქვენი აქ ყოფნით იცავთ ქართულ მიწას, საქართველოს საზღვარს, თითოეული მთაში მცხოვრები საქართველოს ცოცხალი ფარია. ეს თქვენი ისტორიული მისიაა, რომელსაც დღემდე ღირსეულად ასრულებთ და წინაპრების ტრადიციას აგრძელებთ და დარწმუნებული ვარ, ასევე გადასცემთ მომავალ თაობებს. მთა საქართველოს ისტორიულ-კულტურული სიმდიდრეა და ჩვენი ვალია, მოვუფრთხილდეთ ამ ყველაზე დიდ სიმდიდრეს და დავიცვათ დაცარიელებისგან. ყველამ ვიცით, რა ძნელია მთის მკაცრ პირობებში ცხოვრება და ამიტომ თითოეული თქვენგანის ღვაწლი განსაკუთრებით დასაფასებელია. ჩვენ გვინდა, ცხოვრება შეგიმსუბუქოთ და ღირსეული პირობები შეგიქმნათ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

იხილეთ ვიდეო: პრემიერი - მთაში მცხოვრები თითოეული ადამიანი საქართველოს ცოცხალი ფარია

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა