მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე უშუქო სოფლებში მცხოვრები 400 -მდე ოჯახი ალტერნატიული ენერგიის წყაროებით იქნება უზრუნველყოფილი

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, 2019 წელს, მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე უშუქო სოფლებში მცხოვრები 400 -მდე ოჯახი ალტერნატიული ენერგიის წყაროებით იქნება უზრუნველყოფილი. ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ მაღალმთიანი რეგიონების განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგიის პრეზენტაციისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, 2020 წლისთვის ყველა მაღალმთიანი დასახლება უზრუნველყოფილი იქნება მობილური კავშირგაბმულობით და ინტერნეტით.

„გაიზრდება კომუნალური და საკომუნიკაციო სერვისების ხელმისაწვდომობა, გადაიდგმება მნიშვნელოვანი ნაბიჯები მთაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, სასმელი წყლის, კანალიზაციის, ნარჩენების გატანის სერვისების მიწოდებისთვის. იქ, სადაც ვერ მოხერხდება ელექტროენერგიის სადენებით მიწოდება, მოხდება მისი ალტერნატიული წყაროებით მომარაგება. 2019 წელს, მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე ყველა უშუქო სოფელში დაახლოებით, 400 -მდე ოჯახი უზრუნველყოფილი იქნება ალტერნატიული ენერგიის წყაროებით. 2020 წლისთვის კი ყველა მაღალმთიანი დასახლება უზრუნველყოფილი იქნება მობილური კავშირგაბმულობით და ინტერნეტით. უკვე იწყება ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ინტერნეტიზაცია. 2019 წელსვე დაიწყება წყალმომარაგების უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი პროექტები, მათ შორის სტეფანწმინდასა და მიმდებარე სოფლებში, ასევე დაბა წაღვერში, ვალეში, მესტიაში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ამასთან, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ორგანული პროდუქციის წარმოების გადასახადებისგან სრულად განთავისუფლების შესახებ კანონპროექტის მიღება მოხდება, საქართველოს მთა იქნება ერთ-ერთი პირველი, ვინც ამ საგადასახადო შეღავათს მიიღებს.

„მთის მცხოვრებთათვის სოციალური შეღავათებისთვის გაგრძელდება მუშაობა ხარისხიანი ჯანდაცვისა და სოციალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, რისთვისაც მოიმატებს სოფლის ექიმების რაოდენობა, გადაუდებელი დახმარებისთვის საჭირო ტრანსპორტი, აშენდება ამბულატორიები და სასწრაფო დახმარების შენობები“, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა