ავსტრიაში რელიგიის სააგენტოს ვიზიტი დაიწყო

ავსტრიის რესპუბლიკაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაციის ვიზიტი დაიწყო.როგორც „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს, ზაზა ვაშაყმაძე, სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი სპეციალისტი, სერგო ფარულავა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, ვალერიან ლილუაშვილი ვენის წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის სამრევლოს ესტუმრნენ.

„ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ, სააგენტოს წარმომადგენლები შეხვდნენ ვენის წმ. დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძრის წინამძღვარს, იღუმენ ილია ჩადუნელსა და ადგილობრივი სამრევლოსა და სათვისტომოს წარმომადგენელებს. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში, დავით დონდუა და საელჩოს დესპანი, გიორგი ტაბატაძე.

რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკა და ვრცლად მიმოიხილა ამ სფეროში სააგენტოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები. შეხვედრა კითხვა - პასუხის რეჟიმში წარიმართა. ადგილობრივი სამრევლოს წევრებმა, მრევლის მრავალრიცხოვნობის გამო, ტაძრის გაფართოების ან ახლის აშენების სურვილი გამოთქვეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

რელიგიის სააგენტოს ინფორმაციით, დასასრულს, შეხვედრის მონაწილეებმა და წინამძღვარმა, იღუმენმა ილია ჩადუნელმა, საქართველოს დელეგაციას სტუმრობისათვის მადლობა გადაუხადეს და მომავალში ურთიერთთანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს