საფრანგეთის და ნიდერლანდების სამეფოს საელჩოები არასამთავრობოებს და აქტივისტებს პრემიებს გადასცემენ

საფრანგეთის საელჩო და ნიდერლანდების სამეფოს საელჩო ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და აქტივისტებს ადამიანის უფლებების დარგში პრემიებს გადასცემენ.

როგორც საფრანგეთის საელჩოში აცხადებენ, ღონისძიება გაიმართება ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რომელიც ყოველწლიურად დეკემბერში აღინიშნება.

ცერემონიის განმავლობაში, ნიდერლანდების ელჩი საქართველოში იოჰანეს დუმა ადამიანის უფლებების ადგილობრივი პრიზით თულიპ დააჯილდოებს ადამიანის უფლებადამცველ ადგილობრივ ქართველ აქტივისტებს. გამარჯვებულს გადაეცემა 2000 ევროს ოდენობის თანხა, ხოლო ფინალისტები 1000 ევროს მიიღებენ მათი საქმიანობის გასაგრძელებლად.

საფრანგეთის საელჩო კი, 2018 წლის ადგილობრივ პრემიას – 2000 ევროს - ადამიანის უფლებების დარგში, (რომლის თემაა “ადამიანის უფლებების დაცვა რეგიონებში”) გადასცემს ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას.

„საფრანგეთის ელჩი ასევე დააჯილდოებს არასამთავრობო ორგანიზაციას „კულტურული ფონდი სოხუმი“ საფრანგეთის რესპუბლიკის 2018 წლის საერთაშორისო პრემიის „განსაკუთრებული შეფასებით“ ადამიანის უფლებების დარგში. საფრანგეთის რესპუბლიკამ არასამთავრობო ორგანიზაცია „ფონდი სოხუმი“ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ ქალთა სოციალური ინტეგრაციის სასარგებლოდ განხორციელებული უზარმაზარი შრომის გამო შეარჩია. აღნიშნული შეფასების წყალობით, ის საფრანგეთის რესპუბლიკის დიპლომატიური მფარველობით ისარგებლებს.

ნიდერლანდები და საფრანგეთი, ორივე ადამიანის უფლებების დაცვის ძლიერი მხარდამჭერები არიან. ორივე საელჩო, ამგვარად, კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოში ადამიანის უფლებების დამცველ პიროვნებათა და ორგანიზაციათა მიმართ მტკიცე მხარდაჭერას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ღონისძიება 12 დეკემბერს, „ფაბრიკაში“ გაიმართება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა