მოზარდების მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულის საქმის განხილვა გადაიდო

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის, დ.ღ-ს სისხლის სამართლის საქმის განხილვა გადაიდო. აღნიშნულის მიზეზი, შესვენების შემდეგ არასრულწლოვნების ადვოკატების სასამართლოსთვის და ბრალდების მხარისთვის გაურკვეველი მიზეზით სხდომათა დარბაზში არგამოცხადება გახდა, რის გამოც პროცესი გადაიდო და წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევა ვეღარ მოხდა.

დღევანდელ პროცესზე 10 მოწმე დაიკითხა, მათ შორის იყვნენ ექსპერტები და კრიმინალისტები.

შემდეგი სასამართლო პროცესი 13 დეკემბერს, 11:00 საათზე დაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი საქმის ფარგლებში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, არასრულწლოვანი დ.ღ. მიმდინარე წლის ივლისში დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, დ.ღ.-მ, რომელიც უშუალოდ შეესწრო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტს, განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს და მისცა ცრუ ჩვენება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს