საქალაქო სასამართლო მიხეილ რამიშვილის სარჩელის დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო მიხეილ რამიშვილის სარჩელის დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

სასამართლოს ინფორმაციით, სასამართლომ რამიშვილის სარჩელი დააკმაყოფილა და მეუფე იაკობს დაეკისრა საჯაროდ გაცხადება, რომ მის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, მას ასევე დაეკისრა სიმბოლურად 1 ლარის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურებისათვის.

„თბილისის საქალაქო სასამართლო ეხმიანება მედიაში არასწორი ფორმით გავრცელებულ ინფორმაციას ერთ-ერთი სამოქალაქო დავის შედეგთან დაკავშირებით.

2018 წლის 11 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სამოქალაქო საქმის განხილვა, მოსარჩელე მიხეილ რ.-სა და მოპასუხე კონსტანტინე ი.-ს მიმართ. სასარჩელო მოთხოვნის არსს წარმოადგენდა ტელეკომპანია ,,იბერია“-ს ეთერში, გადაცემა ახალ ამბებში მოხსენიებული ინფორმაციის სინამდვილესთან შეუსაბამობის დადგენა, ამის შესახებ ცნობის გამოქვეყნება და ასევე მორალური ზიანის ანაზღაურება.

საქმე ეხება, 2017 წლის 21 სექტემბერს, მოსარჩელის მისამართით მედიაში საჯაროდ გაკეთებულ განცხადებას, რომლითაც მოპასუხემ მოსარჩელე მოიხსენია, როგორც მაბეზღარა ადამიანი და სანდრო გირგვლიანის საქმეზე ჩანერგილი აგენტ-პროვოკატორი, რომელიც ინფორმაციას აწვდიდა ყოფილ მაღალჩინოსნებს.

მას შემდეგ, რაც სხდომაზე დაიკითხა სანდრო გირგვლიანის ოჯახის წარმომადგენელი და ასევე სხვა ადვოკატი (რომელიც მოსარჩელესთან ერთად იცავდა სანდრო გირგვლიანის ოჯახის ინტერესებს იმ საქმეში), რომლებმაც ხაზი გაუსვეს მოსარჩელის კეთილსინდისიერებას გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

მცდარია განცხადება იმის თაობაზე, რომ მოპასუხეს დაევალა ბოდიშის მოხდა, ასეთი შესაძლებლობას საქართველოს კანონმდებლობა არ უშვებს. მოპასუხეს დაეკისრა საჯაროდ გაცხადება იმისა, რომ მის მიერ გაჟღერებული ზემოხსენებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს; მოპასუხეს ასევე დაეკისრა სიმბოლურად 1 ლარის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურებისათვის“, - ნათქვამია საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა