მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის გამართვის თარიღი ცნობილია

მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის გამართვის თარიღი ცნობილია.როგორც „ინტერპრესნიუსს“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, გამოცდის პირველი ეტაპი (ტესტური გამოცდა) 2019 წლის 26 იანვარს, მეორე ეტაპი (წერითი გამოცდა) კი 2019 წლის 2 თებერვალს ჩატარდება.

მათივე ინფორმაციით, გამოცდაზე დაშვების მიზნით რეგისტრაცია შესაძლებელია 2019 წლის 4 იანვრიდან 18 იანვრის ჩათვლით.

მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო და სპეციალიზაციების მიხედვით ჩატარდება. მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ერთხმად მიიღო.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს