შსს-მ წყნეთში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი დააკავა, კიდევ ერთ პირზე კი ძებნა მიმდინარეობს

შსს-მ წყნეთში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი დააკავა, კიდევ ერთ პირზე კი ძებნა მიმდინარეობს. საქმე ეხება 10 დეკემბერს, წყნეთის ერთ-ერთ რესტორანში მომხდარ დაპირისპირებას, რომლის დროსაც რამდენიმე პირი დაჭრეს, მათ შორის სასჯელაღსრულების სამინისტროს მაღალჩინოსანი.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა საგნის იარაღად გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი, 1982 წელს დაბადებული ე.ზ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 10 დეკემბერს, ღამით, წყნეთის ერთ-ერთ რესტორანში მომხდარი დაპირისპირების დროს, თავის არეში საგნის ჩარტყმით დაზიანება მიაყენა 1985 წელს დაბადებულ ჭ.გ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ე.ზ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება საგნის იარაღად გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე, დადგენილია სავარაუდო დამნაშავის ვინაობა, რომელმაც აღნიშნული დაპირისპირების დროს, ცივი იარაღის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა სამ პირს. მის დასაკავებლად ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს”, - ნათქვამია განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო: წყნეთში რესტორან "წისქვილში" მომხდარი სროლის საქმეზე შსს-მ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი დააკავა

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს