დიმიტრი მედოევი - გამორიცხულია, სამხრეთ ოსეთი ოდესმე საქართველოს ნაწილი გახდეს

გამორიცხულია, რომ სამხრეთ ოსეთი ოდესმე გახდეს საქართველოს ნაწილი, - ამის შესახებ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი მედოევმა განაცხადა.

„საქართველოს ზოგიერთი ხელმძღვანელისგან სხვადასხვა განცხადებებს ვისმენთ, რომლებიც ურთიერთსაწინააღმდეგოა. მაგალითად, ზოგიერთი საზოგადო მოღვაწე, პოლიტიკოსი მუდამ საუბრობს იმაზე, რომ ჩვენთან სურს ცხოვრება, თუმცა მეორე მხრივ, საკუთარ ქვეყანას ნატო-სკენ ექაჩებიან. ჩვენ კარგად გვესმის თუ რისთვის კეთდება ეს“, - განაცხადა დე ფაქტო მინისტრმა.

დიმიტრი მედოევის თქმით, საქართველოს მილიტარიზაციის ფონზე განცხადებები ოსებთან ძმობაზე არადამაჯერებელია.

„ამიტომაც ამგვარი განცხადებები არ გვიკვირს, რაც თბილისიდან გვესმის, ძალთა განლაგება ამ ქვეყნის შიდა სტაბილურობის სასარგებლოდ არ საუბრობს, საზოგადოებაში დიდი განხეთქილებაა“, - დასძინა მან.

იხილეთ ვიდეო: "გამორიცხულია, სამხრეთ ოსეთი ოდესმე საქართველოს ნაწილი გახდეს" - დიმიტრი მედოევის პოზიცია

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა