ადვოკატი - კობა დავითაშვილის მიერ  პაატა ბურჭულაძისთვის მორალური ზიანის ანაზღაურებაზე საუბარი ზედმეტია

ვინაიდან კობა დავითაშვილს არავითარი ცილისმწამებლური ინფორმაცია არ გაუჟღერებია ბატონი პაატა ბურჭულაძის მისამართით, მორალური ზიანის ანაზღაურებაზე საუბარი ზედმეტია, - აღნიშნულის შესახებ ჟურალისტებს კობა დავითაშვილის ადვოკატმა, გიორგი ჭიტაძემ განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, დავითაშვილის მხრიდან გაჟღერებული ინფორმაცია პაატა ბურჭულაძის მისამართით მხოლოდ აზრის გამოხატვა იყო.

„რა თქმა უნდა, ეს იყო აზრის გამოხატვა. აზრი არ ნიშნავს იმას, რომ წინადადება უნდა იწყებოდეს სიტყვებით - ჩემი აზრით, ჩემი შეფასებით. როცა პოლიტიკოსი გარკვეულ განცხადებას ავრცელებს, იგულისხმება, რომ ეს მისი მოსაზრებაა. სხვა საკითხია, ეს მოსაზრება რას ეყრდნობა. 10-ზე მეტი ვიდეო რეპორტაჟი გვაქვს სასამართლოში წარმოდგენილი, რომელთა გამოკვლევაც მოხდება, სადაც ზუსტად ფაქტებზე იყო საუბარი.

კობა დავითაშვილის განცხადება უნდა მივიჩნიოთ მოსაზრებად და მისი აზრის გამოხატვად. არ შეიძლება აზრისათვის ვინმეს დევნიდნენ. ბატონი კობა დავითაშვილის განცხადება, რაც გადაცემა "რეაქციის"პირდაპირ ეთერში იქნა გავრცელებული, ეფუძნებოდა რამდენიმე თვის წინ გასულ რეპოტაჟებს, საგამოძიებო ფილმებს, რომლებიც ინტერნეტით და სხვადასხვა ბეჭდურ საშუალებაში გავრცელდა“, - განაცხადა ჭიტაძემ.

ის დარწმუნებულია, რომ ბურჭულაძე-დავითაშვილის დავაში მისი დაცვის ქვეშ მყოფის სიმართლე დადგინდება.

„ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ მოცემულ სასამართლო დავაში დამტკიცდება კობა დავითაშვილის სიმართლე. დღევანდელ სხდომაზე ბატონი კობა არ იყო, მან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო მოსვლა. რა თქმა უნდა, თუკი მას ჯანმრთელობის მდგომარეობა მისცემს საშუალებას, 5 თებერვალს აუცილებლად გამოცხადდება“, - დასძენს ადვოკატი.

შემდეგი სასამართლო სხდომა, 5 თებერვალს, 10:00 საათზე ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ პაატა ბურჭულაძემ კობა დავითაშვილს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის სასამართლოში უჩივლა. ბურჭულაძე დავითაშვილისგან ცილისმწამებლური განცხადებების უარყოფას და მორალური ზიანის ანაზღაურებას 25 000 ლარის ოდენობით მოითხოვს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა