მოზარდების მკვლელობის საქმეზე დღეს ბრალდების მხარის მოწმეები, ექსპერტები და გამომძიებლები დაიკითხნენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის, დ.ღ-ს სისხლის სამართლის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები, ექსპერტები და გამომძიებლები დაიკითხნენ. როგორც პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს პროკურორმა ბესიკ ქვარცხავამ განუცხადა, დაკითხულმა მოწმეებმა მათ მიერ გაცემულ დასკვნებში არსებული ინფორმაციის სინამდვილეზე ისაუბრეს.

„დღეს გაგრძელდა ბრალდებულ დ.ღ-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევა. დღევანდელ სხდომაზე დაიკითხა 10 მოწმე, მათ შორის, საქმის მწარმოებელი გამომძიებლები და ექსპერტები. პროცესზე დაკითხულმა გამომძიებლებმა დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ავთენტურობა. ამასთან ერთად, ექსპერტებმაც, რომლებიც დაიკითხნენ სასამართლო პროცესზე, ასევე დაადასტურეს მათ მიერ გაცემული ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნების სინამდვილე და ისაუბრეს დასკვნებში ასახული ინფორმაციის შესახებ.

დღევანდელ სხდომაზე არ განხილულა ბრალდებულის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის ძალაში დატოვების საკითხი. ეს საკითხი წინა სხდომებზე იქნა სასამართლოს მხრიდან განხილული, რა დროსაც სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია, რომელიც დასაბუთებული იყო. ბრალდებულის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ძალაში დარჩა“, - განაცხადა ქვარცხავამ.

დაცვის მხარის განცხადებებს, რომლის მიხედვითაც, საქმეზე აქამდე დაკითხულ არცერთ პირს დ.ღ.-ს საწინააღმდეგო ჩვენება არ მიუცია, პროკურორი დაცვის მხარის სპეკულაციას უწოდებს.

„ეს არის დაცვის მხარის სპეკულაცია და ალბათ, თავიანთი სტრატეგია აქვთ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით და ასევე მომავალში გამოსაკვლევი მტკიცებულებებით დადასტურდება ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდების შინაარსი“, - განაცხადა ქვარცხავამ.

შემდეგი სასამართლო პროცესი 13 დეკემბერს, 11:00 საათზე დაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი საქმის ფარგლებში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, არასრულწლოვანი დ.ღ. მიმდინარე წლის ივლისში დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, დ.ღ.-მ, რომელიც უშუალოდ შეესწრო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტს, განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს და მისცა ცრუ ჩვენება.

იხილეთ ვიდეო: მოზარდების მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულის საქმის განხილვა გადაიდო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო