დიმიტრი მედოევი - საქართველოს ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ უპერსპექტივოა, ხოლო მიდგომა ამორალური

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის დიმიტრი მედოევის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების პროგრამები სამხრეთ ოსეთისთვის უპერსპექტივოა.

„საქართველოს ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ და სტრატეგია „ჩართულობა თანამშრომლობის გზით“ ყოველგვარ ლოგიკას არის მოკლებული. უფრო ცარიელი პროექტის მოგონება არ შეიძლებოდა. ეს ინიციატივები უპერსპექტივოა, ხოლო მიდგომა კი ამორალური“, - განაცხადა დე ფაქტო მინისტრმა ოკუპირებულ ცხინვალში გამართულ პრესკონფერენციაზე.

დიმიტრი მედოევის თქმით, „ამგვარ სტრატეგიებს არანაირი მომავალი არ აქვს“.

„ერთი მხრივ, ჩვენი ჩართვა სურთ ე.წ. თანამშრომლობაში ძმობის და მეგობრობის სიტყვებით, ხოლო მეორე მხრივ, არავის მოუხდია ბოდიში ოსების გენოციდისთვის“, - დასძინა მან.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო