ადვოკატი - ვერ მოვისმინე განმარტება, რატომ აქვს კობა დავითაშვილს უფლება უწოდოს პაატა ბურჭულაძეს ქურდი და რატომ არ უნდა დაეკისროს მას შესაბამისი პასუხისმგებლობა

დღევანდელ პროცესზე ვერ მოვისმინე ვერანაირი განმარტება იმისა, თუ რატომ არ წარმოადგენს ბატონი კობა დავითაშვილის განცხადება ცილისწამებას, რატომ აქვს მას უფლება უწოდოს პაატა ბურჭულაძეს დამნაშავე, ქურდი, მიმთვისებელი და რატომ არ უნდა დაეკისროს მას შესაბამისი პასუხისმგებლობა სამოქალაქო სამართლებრივი წესით, - აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს პროცესის დასრულების შემდეგ პაატა ბურჭულაძის ადვოკატმა, მარიამ ჩიქოვანმა განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, მოწინააღმდეგე მხარე არამხოლოდ პაატა ბურჭულაძის პიროვნების დისკრედიტაციას ცდილობს, არამედ, ფონდ „იავნანას“ დისკრედიტაციასაც, რაც მას სერიოზულ ზიანს აყენებს.

„ერთადერთი არგუმენტი და ერთადერთი მტკიცებულება, რაზეც ისინი თავიანთ შესაგებელს აფუძნებენ, ერთ-ერთი ინტერნეტ ტელევიზიის მიერ გაკეთებული რეპორტაჟებია. მოწინააღმდეგე მხარე სადავოდ ხდიდა ბატონი პაატა ბურჭულაძისთვის გაეროსა და უნისეფის მიერ კეთილი ნების ელჩის სტატუსის მიწოდებას და აღნიშნავს, რომ ამას საქმისთვის მნიშვნელობა არ აქვს.

ბატონი პაატას საქველმოქმედო საქმიანობის ეჭქვეშ დაყენება ამ საფუძვლებით ცოტა არასერიოზულია. საჯარო პირებთან დაკავშირებით არსებობს დასაშვები კრიტიკის ფარგლები.

ეს პროცესები არამხოლოდ ბატონი პაატა ბურჭულაძის პიროვნების დისკრედიტაციის მიზნითაა, არამედ, ფონდ „იავნანას“ დისკრედიტაციის მიზნით და სერიოზულ ზიანს და საფრთხეს უქმნის საქართველოში საქველმოქმედო საქმიანობას“, - აცხადებს ჩიქოვანი.

იხილეთ ვიდეო: პაატა ბურჭულაძის სარჩელი, რომლითაც კობა დავითაშვილს უჩივის, თბილისის საქალაქო სასამართლოს არსებით განხილვაში გადაეცა

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა