ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდები დაიწყო

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა საექიმო სპეციალობებში ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდების მიმდინარეობას გაეცნო. მისი განცხადებით, მაძიებლები გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სერთიფიკატს აიღებენ.

„გამოცდაზე 1423 კურსდამთავრებული დარეგისტრირდა. ესენი არიან პიროვნებები, რომლებმაც დაამთავრეს დიპლომამდელი განათლება. გამოცდის წარმატებით გადალახვის შემთხვევაში მათ მიენიჭებათ რეიტინგული ქულები. ისინი ჩვენი მომავალი კოლეგები არიან და წარმატების შემთხვევაში აიღებენ სერთიფიკატს დამოუკიდებელ საექიმო საქმიანობაში. ეს გამოცდები წელიწადში ორჯერ ტარდება, გაზაფხულსა და გვიან შემოდგომაზე" - განაცხადა ზაზა ბოხუამ.

სამინისტროს ინფორმაციით, ერთიან დიპლომის შემდგომ საკვალიფიკაციო გამოცდაზე 1423 მაძიებელი დარეგისტრირდა, პროფილით „სამკურნალო საქმე“ – 1 077, სტომატოლოგია - 334, ლაბორატორიული მედიცინა - 22.

2018 წლის ერთიან დიპლომისშემდგომ საკვალიფიკაციო გამოცდაზე მაძიებელთა online რეგისტრაცია 7 ნოემბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. გამოცდები 11 დეკემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდებისთვის, პროფილით „მედიცინა“ და „სტომატოლოგია“, საგამოცდო ტესტ-კითხვარები განახლდა. ასევე, განახლდა ტესტ-კითხვარები შემდეგ სპეციალობებში: „ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია“, „გადაუდებელი მედიცინა“, „ენდოკრინოლოგია“, „კარდიოლოგია“, „ლაბორატორიული მედიცინა“, „ნევროლოგია“, „რადიოლოგია“, „ორთოპედია-ტრავმატოლოგია“, “თერაპიული სტომატოლოგია“ და „ფსიქიატრია“.

პროფესიული განვითარების საბჭოს 2018 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, 2018 წლის ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდების საშემოდგომო სესიაზე საგამოცდო ბილეთში არასაჯარო (დაფარული) პაკეტიდან გათვალისწინებული იყო ტესტების 20% (40 ტესტი). სასერტიფიკაციო გამოცდებზე - 25% (50 ტესტი).

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო