მაღალმთიანი რეგიონების 300 ათასზე მეტი მცხოვრები ახალი სამთავრობო სტრატეგიის შედეგებით ისარგებლებს

მთის საერთაშორისო დღეს, საქართველოს მთავრობამ მაღალმთიანი რეგიონების განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგიის მთავარი მიმართულებები წარადგინა. სტრატეგიის პროექტის შესახებ საჯარო კონსულტაციები გაიმართება, რის შემდეგაც მას საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს. სტრატეგიის პროექტის ავტორია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების მხარდაჭერით.

ღონისძიება გახსნა მამუკა ბახტაძემ - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

მონაწილეებს სიტყვით მიმართეს მაია ცქიტიშვილმა - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, არად ბენკომ - ავსტრიის ელჩმა საქართველოში, და მუნხტუია ალთანგერელმა - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედმა ხელმძღვანელმა საქართველოში.

2016 წელს საქართველომ მიიღო კანონი მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ, რის შემდეგაც მაღალმთიანი დასახლების სტატუსი საქართველოს 43 მუნიციპალიტეტში მდებარე 1,730 დასახლებას მიენიჭა. 400-ზე მეტმა საწარმომ საგადასახადო შეღავათებით ისარგებლა, ხოლო ფულადი და სხვა სახის დახმარება, რომლის მთლიანმა ოდენობამ 115 მილიონ ლარს გადააჭარბა, 200 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო.

როგორც UNDP-ში აცხადებენ, მაღალმთიანი რეგიონების განვითარების ახალი სტრატეგიის განხორციელების შედეგად გაიზრდება ამ პროცესის ეფექტიანობა და მდგრადობა, მეტი ყურადღება მიექცევა ადგილობრივ მეწარმეობას, განახლებადი ენერგიის გამოყენებას, ნარჩენების მართვას, ეკო-ტურიზმზს და სხვა სფეროებს, რომლებიც მდგრად განვითარებას განაპირობებენ. მაღალმთიანი რეგიონების განვითარების პოლიტიკის შედეგებით 300 ათასი ადამიანი ისარგებლებს.

„მაღალმთიან რეგიონებში საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 9% ცხოვრობს, მაგრამ მთის ეკონომიკური და სოციალური პოტენციალი გაცილებით მაღალია“, - აღნიშნა მუნხტუია ალთანგერელმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედმა ხელმძღვანელმა საქართველოში.

მთის საერთაშორისო დღე გაეროს ინიციატივით 2003 წელს დაწესდა, მაგრამ საქართველო მას პირველად აღნიშნავს. საერთაშორისო დღის წლევანდელი თემაა #MountainsMatter #მთავარიამთა, რაც კიდევ ერთხელ შეგვახსენებს მთის საკვანძო როლს ჩვენი პლანეტის გადარჩენისათვის აუცილებელი ეკოსისტემისა და მომსახურების შექმნაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო