„მრავალეროვანი საქართველოს“ ოფისს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები ესტუმრნენ

საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ ოფისს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები ესტუმრნენ.

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, შეხვედრისას ცესკოს წარმომადგენლებს გაუზიარეს ინფორმაცია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის „მრავალეროვანი საქართველოს“ სამონიტორინგო პროგრამის ფარგლებში იდენტიფიცირებული

ძირითადი მიგნებების, ტენდენციებისა და გამოწვევების თაობაზე, რომლებიც ეხმიანება

საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობას ყველა დონზე.

ამასთანავე, „მრავალეროვანი საქართველოს“ წარმომადგენლებმა წარუდგინეს რეკომენდაციები

ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ საარჩევნო ოლქებში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისათვის საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ, ისევე როგორც იმსჯელეს მათი განხორციელებისათვის ცესკოსა და „მრავალეროვან საქართველოს“ შორის თანამშრომლობის ფორმატზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა