ოკუპირებული "სამხრეთ ოსეთი" მომავალ წელს სირიაში "საელჩოს" გახსნის

სამხრეთ ოსეთი სირიაში საელჩოს გაისად გახსნის, - ამის შესახებ ოკუპირებულ ცხინვალში გამართულ პრესკონფერენციაზე დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი მედოევმა განაცხადა.

„სირიის მიერ სამხრეთ ოსეთის აღიარება ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენაა 2018 წელს რესპუბლიკის საერთაშორისო ცხოვრებაში. ჩვენ ამისკენ დიდხანს მივდიოდით, მოლაპარაკებებსა და კონსულტაციებს ვატარებდით. რაც შეეხება საელჩოს გახსნას, ვმუშაობთ ამ მიმართულებით. ვიმედოვნებთ, რომ გაისად სირიაში ჩვენი საელჩო გაიხსნება“, - განაცხადა დიმიტრი მედოევმა.

მან ასევე განაცხადა, რომ დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო ახალ შესაძლებლობებს ეძებს „რესპუბლიკის“ ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებისთვის.

„ყოველდღიურად ვმუშაობთ ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან ევროპაში და მსოფლიოს სხვა რეგიონებში, რათა მოვიძიოთ მოკავშირეები, მეგობრები, ქვეყნები, რომლებიც პოტენციურად შეძლებენ ჩვენი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარებას“, - დასძინა მედოევმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა