სოფელ ცაიშთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულებიდან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულებიდან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეფერალური ჰოსპიტალის სამედიცინო მენეჯერმა სულხან ორჟონიამ განუცხადა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.

შეგახსენებთ, სოფელ ცაიშთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ოთხი დაშავდა.

შს სამინისტროში გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო