სამი არასამთავრობო ორგანიზაცია არჩევნების შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს

ააიპ „დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის“, ააიპ „ინსტიტუციური განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრის“ და ააიპ „ახალგაზრდული ცენტრი ‒ ჩვენი თაობა 1921“ დამკვირვებლების მიერ არჩევნების მეორე ტურთან შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციებიდან აცნობეს, წინამდებარე ანგარიში მოიცავს 29 ოქტობრიდან 29 ნოემბრამდე პერიოდს და 73 აკრედიტირებული დამკვირვებლის მიერ საქართველოს მასშტაბით ყველა დონის საარჩევნო კომისიაში გაწეულ სამუშაო შედეგს ეფუძნება.

„ერთობლივი სადამკვირვებლო მისიის მიზანი: საარჩევნო პროცესის ზუსტი, ობიექტური და მიუკერძოებელი შეფასება იყო. ასევე, იმ რეკომენდაციების შემუშავება, რომელიც გამჭვირვალე, მშვიდი, თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

ააიპ „დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი“ ,ააიპ „ინსტიტუციური განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრი“ და ააიპ „ახალგაზრდული ცენტრი -ჩვენი თაობა 1921“ აგრძელებს არჩევნების მეორე ტურის შემდგომ პერიოდზე დაკვირვებას და ამ უკანასკნელის შეფასება წარმოდგენილი იქნება სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშში“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

დაინტერესებულ პირებს ანგარიშის გაცნობა შეეძლებათ ლინკზე: https://drive.google.com/file/d/139un4W2pCvEhbTypu0t2pLdVSqDgS0hN/view?usp=drivesdk

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა