ჟურნალ Time-ის რედაქციამ „წლის ადამიანის“ ტიტული მოკლულ და დაკავებულ ჟურნალისტებს მიანიჭა

ჟურნალ Time-ის რედაქციამ „წლის ადამიანის“ ტიტული ჟურნალისტთა ჯგუფს მიანიჭა, მათ შორის მოკლულ ჯამალ ხაშოგის და გაზეთ Capital Gazette-ს, რომლის ოფისში მიმდინარე წლის ივნისში ცეცხლი გახსნეს.

გარდა ამისა, ჟურნალ Time-ის აღნიშნულ სიაში მოხვდა ფილიპინელი ჟურნალისტი მარია რესა და მიანმარში დაპატიმრებული საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის თანამშრომლები ვა ლონი და კია სო სო.

ჟურნალში აღნიშნავენ, რომ აღნიშნული პირები „ის გუშაგები არიან, რომლებიც ასახიერებენ იმ ფართო ბრძოლას, რომელშიც მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ადამიანია ჩართული“.

აღსანიშნავია, რომ „წლის ადამიანი“ სამეულში ასევე შევიდნენ დონალდ ტრამპი და სპეციალური პროკურორი რობერტ მუელერი.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი