იუსტიციის სახლთან მიწების უცხოელებზე გასხვისების გასაპროტესტებლად ხვალაც შეიკრიბებიან

იუსტიციის სამინისტროსთან, „პატრიოტთა ალიანსისა” და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებული აქცია დღეს დასრულებულია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აქციის ორგანიზატორებმა განუცხადეს, აქცია ხვალ დილიდან განახლდება იმავე მოთხოვნით, რომ უცხოელებზე არ გაიყიდოს მიწა.

აქციის ორგანიზატორები განმარტავენ, რომ ისინი არ გამოდიან სხვა ქვეყნის მოქალაქეების წინააღმდეგ, არამედ უბრალოდ იცავენ საკუთარი ქვეყნის ტერიტორიას.

ორგანიზატორები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ხელისუფლებას, რომ აღნიშნულ საკითხთან მიმართებით გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა და გაატარონ სახელმწიფოებრივად მართებული პოლიტიკა, რომელსაც არაერთი ევროპული ქვეყანა ატარებს. მათივე თქმით, მათ არ აქვთ პოლიტიკური მოთხოვნა. აღნიშნავენ, რომ მათი ერთადერთი მოთხოვნა მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიწების გაყიდვის აკრძალვაა.

საორგანიზაციო ჯგუფში შემავალი არასამთავრობო თუ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა განცხადებით, მსგავსი აქციები პარასკევის ჩათვლით გაიმართება. ისინი დადებითად აფასებენ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას და იმედოვნებენ, რომ ხელისუფლება მის ხედვებს გაიზიარებს.

აქცია იუსტიციის სამინისტროსთან ხვალ 9 საათზე დაიწყება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა