საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, თბილისის ნაწილს  ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, თბილისის ნაწილს, ხვალ, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, ვაკის რაიონში, 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, ნინო რამიშვილის, კოკა კლდიაშვილის და ყიფშიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ასევე, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე დროის შუალედში 1 საათით შეზღუდვა შეეხება: ფალიაშვილის, კავსაძის, ირაკლი აბაშიძის და რადიანის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, 01:00 საათიდან 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ახმეტელი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის მასივის „ა“,I, II მიკრორაიონების, ფორე მოსულიშვილის, ქერჩის, ილია ვეკუას, აკაკი ვასაძის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

ამასთან, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის V მიკრორაიონის და დავით სარაჯიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი, 10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და დავით ბაქრაძის ქუჩის მცხოვრებლებს.

ხოლო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება წყალტუბოს ქუჩის მცხოვრებლებს.

გარდა ამისა, 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), წყალტუბოს (ნაწილობრივ), მირცხულავას და აგლაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის, არჩილ კერესელიძის, ალექსი გოგოლაურის, აგლაძის და დიდუბის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ხახანაშვილის, ვაჟა ივერიელის და წინანდლის ქუჩების მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება რუსთაველის გამზირის და ვასო აბაშიძის ქუჩის მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, დოლიძის და ბოლქვაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ხოლო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დიდი დიღმის I მიკრორაიონის, ფარნავაზის გამზირის და პეტრე იბერის ქუჩის მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პლატო ნუცუბიძის IV მიკრორაიონის და კაპანელის ქუჩის მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში, 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი ხეივნის, საბატონოს და წითლანაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს