თბილისში ნეიროვასკულარული ფორუმი მიმდინარეობს

თბილისში ნეიროვასკულარული ფორუმი მიმდინარეობს, რომელშიც მონაწილეობას საქართველოში მოღვაწე ნეიროქირურგები იღებენ. ინფორმაციას ამის შესახებ „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ ავრცელებს.

ფორუმის მთავარი თემა, თავის ტვინის ანევრიზმებისა და არტერიო-ვენოზური მალფორმაციების ენდოვასკულარული მკურნალობაა.

მკურნალობის თანამედროვე ასპექტებზე სამეცნიერო მოხსენებებს ქართველ ნეიროქირუგებთან ერთად უცხოელი ექსპერტებიც კითხულობენ.

ფორუმის ფორმატში ტარდება საჩვენებელი ოპერაციები. მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ პირდაპირი ტრანსლაციით, რეალურ დროში თვალყური ადევნონ უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით რთულ ნეიროქირურგიულ ოპერაციებს, რომელსაც ნეიროქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი მირზა ხინიკაძე ატარებს.

ნეიროვასკულარული ფორუმის ჩატარების ორგანიზატორი „სამედიცინო კორპორაცია ევექსია“, ფორუმი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მხარდაჭერით იმართება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა