„იურიდიული დახმარების სამსახური“ - ქალთა პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებთან უმნიშვნელოვანესი შეხვედრა შედგა

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმდინარე გლობალური კამპანიის ფარგლებში, თბილისის # 5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში შეხვედრა გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „იურიდიული დახმარების სამსახურიდან“ აცნობეს, ქვემო ქართლის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატებმა სოფიო ჩირგაძემ და მაია პაიჭაძემ პატიმარ ქალებს წარუდგინეს სპეციალური პრეზენტაცია, რომელიც მოიცავდა გენდერული უთანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხების სტატისტიკას, ასევე, საკანონმდებლო ბაზას და იმ სერვისებს, რომელსაც იურიდიული დახმარების სამსახური და სხვა სახელმწიფო უწყებები სთავაზობს ძალადობის მსხვერპლებსა და სავარაუდო მსხვერპლებს.

როგორც სამსახურში აცხადებენ, მსჯავრდებულებს ჰქონდათ განსაკუთრებით ბევრი კითხვა ქალთა უფლებებზე საოჯახო ურთიერთობებში ქალის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, საოჯახო და მემკვიდრეობითი სამართლებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე. ასევე, ძალადობის ფორმებთან დაკავშირებით. ბევრ მათგანს არ ჰქონდათ გათვითცნობიერებული და აღქმული ძალადობის სხვა ფორმები, გარდა ფიზიკური და სექსუალური ძალადობისა. ასევე, აინტერესებდათ პირის სამართლებრივი გარანტიები და შედეგები „დამცავი“ და „შემაკავებელი“ ორდერების გაცემის შემდეგ.

„უმრავლესობისთვის სიახლეს წარმოადგენდა ის საკანონმდებლო ცვლილებებიც, რომელიც 2018 წლის მარტიდან ამოქმედდა და რომელთა თანახმად, იურიდიული დახმარების სამსახურის უფასო სამართლებრივ დახმარებას უწევს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებსა და სავარაუდო მსხვერპლებს - მათი გადახდისუნარიანობის მიუხედავად“, – აცხადებენ სამსახურში.

მათივე განცხადებით, საზოგადოებრივი ადვოკატების განცხადებით, შეხვედრა დათქმულ დროზე ცოტა მეტხანს გაგრძელდა, თუმცა თემატიკის მიმართ ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ ყველა საკითხის ამოწურვისთვის მინიმუმ კიდევ ერთი შეხვედრის ჩატარებაა საჭირო. ითქვა, რომ მოსახლეობის ფართომასშტაბიანი ინფორმირება, ცოდნის გავრცელება ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, ამ სახის დანაშაულის ფაქტების თავიდან აცილებას უდავოდ ხელს შეუწყობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო