ანა ნაცვლიშვილი - პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს, რომლებიც წლებია მუშაობენ, სამსახურიდან ნებისმიერ დროს - კომპენსაციისა და ახსნა-განმარტების გარეშე გაშვება ემუქრებათ

პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის კატეგორიულად მიუღებელია კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომლის მიხედვით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული პირები უნდა გახდნენ.

როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი განმარტავს, აღნიშნული ცვლილებები იმას ნიშნავს, რომ თანამშრომლებს, რომლებიც მრავალი წელია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობენ და უზარმაზარი გამოცდილება გააჩნიათ, აღარ ექნებათ დაცულობის ის გარანტიები, რაც საჯარო მოხელეებს აქვთ და მათ სამსახურიდან ნებისმიერ დროს, კომპენსაციისა და ახსნა-განმარტების გარეშე გაუშვებენ.

მისივე თქმით, კანონპროექტის მიღება გამოიწვევს იმას, რომ ადამიანების პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმება კონკურსის გარეშე იქნება შესაძლებელი და მათ ერთიანი სტანდარტი არ ექნებათ დასაკმაყოფილებელი იმისთვის, რომ აღნიშნულ უწყებაში მუშაობა დაიწყონ.

„ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ საჯარო სამსახურის რეფორმის მთელი სულისკვეთება არის აბსოლუტურად უმნიშვნელო იმ ადამიანებისთვის, ვინც ასეთი ცვლილების განხორციელება მოიფიქრა. კანონპროექტი ხაზს გადაუსვამს საჯარო სამსახურის რეფორმას. ეს არის ინსტიტუტის ნგრევისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი, რადგან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ისევე როგორც სხვა სახელმწიფო უწყებებში ათობით კვალიფიციური საჯარო მოხელე მუშაობს, რომელთაც რამდენიმე პრეზიდენტის დროს უმუშავიათ და საკუთარ საქმეს ძალიან კარგად იცნობენ. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჰქონდეთ დაცულობის ის გარანტიები, რომელსაც აქამდე კანონის აწესებდა. ეს არის ძალიან არასწორი იდეა და კანონპროექტი. ის არღვევს ძალიან ბევრ პრინციპს და ინსტიტუციურ მდგრადობას უპირისპირდება. საჯარო სამსახურის რეფორმის სულისკვეთება სწორედ ის იყო, რომ პოლიტიკური ხელმძღვანელობის ცვლილებასთან ერთად, არ იცვლებოდნენ კომპეტენტური კადრები და პოლიტიკური ხელმძღვანელობის შეცვლის მიუხედავად, სახელმწიფო ინსტიტუტები ეფექტურად აგრძელებდეს მუშაობას. პარლამენტში წარდგენილი პროექტი ამას მთლიანად ეწინააღმდეგება, არის ძალიან საშიში და არასწორი იდეა“, - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა აღნიშნა ისიც, რომ პროექტი ისე მომზადდა, რომ არანაირი კომუნიკაცია და კონსულტაციები თავად პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არ გამართულა.

“საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების ინიცირება პარლამენტის 10 დეკემბრის ბიუროს სხდომაზე მოხდა. პროექტი დღეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს უნდა განეხილა, თუმცა განხილვა გადაიდო.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს