გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიციის ონის შტაბის ხელმძღვანელის ნოდარ ბურდილაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა

გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიციის ონის შტაბის ხელმძღვანელის ნოდარ ბურდილაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. ამის შესახებ მან გაერთიანებული ოპოზიციის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენი თანამებრძოლები ახლა დაბრუნდნენ საავადმყოფოდან. ე.წ. ქართული ოცნების აქტივისტების მიერ უმოწყალოდ აჩეხილი გაერთიანებული ოპოზიციის ონის შტაბის ხელმძღვანელის ნოდარ ბურდილაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. გამოუწერეს წამლები, რომლებიც საქართველოში არ არის და ისე ძვირი ღირს, რომ ოჯახს ამის შეძენის საშუალება არ აქვს. ამიტომ კატეგორიულად მოვითხოვთ ჯანდაცის სამინისტროსგან, სასწრაფოდ მიხედონ ნოდარ ბურდილაძეს. იმაზე აღარ ვლაპარაკობთ, რომ ეს არის უმძიმესი სისხლის სამართლის დანაშაული. საფრთხის ქვეშ არის ადამიანის სიცოცხლე. ის, რომ ნოდარი დღემდე ცოცხალია, არის მხოლოდ და მხოლოდ იმის დამსახურება, რომ აქვს უკიდურესად ძლიერი ორგანიზმი. ძალიან გთხოვთ ყველას, ვისაც ეს ხელეწიფება, სასწრაფოდ დაინტერესდით ამით. სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს ის, რომ ტრანსპორტირებისას საფრთხე არის, რომ შეიძლება ფილტვებმა უმტყუნოს. ძალიან გთხოვთ, მიხედოთ ჩვენს თანამებრძოლს, რომელსაც არაფერი არ დაუშავებია, გარდა იმისა, რომ ცივილიზებულად იყო ჩართული პოლიტიკურ პროცესში და ხელისუფლების პირუტყვმა მხარდამჭერებმა ის უმოწყალოდ აჩეხეს თავის საცხოვრებელ სახლთან“, - განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ 22 ნოემბერს ონში, მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ შტაბის უფროსი ნოდარ ბურდილაძე დაჭრეს. ბრალდებული დაკავებულია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დაცვის პოლიციის თანამშრომელს, რომელიც ონში მომხდარ დაპირისპირების ფაქტს შეესწრო, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერა.

იხილეთ ვიდეო: გაერთიანებული ოპოზიციის ონის საარჩევნო შტაბის ხელძღვანელის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო