ანონსი 12 დეკემბერი

12 დეკემბერს, 10:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თსუ-ს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის დასაქმების ფორუმი გაიმართება, რომელშიც 40-ზე მეტი კერძო და საჯარო სფეროს წარმომადგენელი კომპანიები და ორგანიზაციები მიიღებენ მონაწილეობას.

მის.: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე.

12 დეკემბერს, 10:30 საათზე ,იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ყოფილი მოადგილე სანდრო ბარამიძე „მედიაცენტრ მთავარში“ საგანგებო განცხადებას გააკეთებს.

თემა: “საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომლითაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები სამსახურის გარეშე რჩებიან; პრობლემები საჯარო სამსახურებში.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19, ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

12 დეკემბერს, 10:30 საათზე, სასტუმრო "მუზეუმში", სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლები ალექსანდრე ელისაშვილი, ლევან იოსელიანი, ვატო სურგულაძე და ივანე ნორაკიძე პოლიტიკის ექსპერტებს გია ხუხაშვილს, ხათუნა ლაგაზიძეს, ბაკურ კვაშილავას, თორნიკე შარაშენიძეს, რამაზ საყვარელიძეს, ზაზა ფირალიშვილს, ლიკა ბასილიასა და ვახტანგ ძაბირაძეს შეხვდებიან.

შეხვედრის თემა იქნება არსებული პოლიტიკური გარემო და სამოქალაქო მოძრაობის გეგმები.

12 დეკემბერს, 11:00 საათზე, „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ ორგანიზებით, ასოციაციის ოფისში გაიმართება ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენელთა შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ, გიორგი ქობულიასთან.

მის: საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ოფისი (მის.: თბილისი, გ.ლეონიძის #2; ბიზნესცენტრი - „ტაბიძე 1“)

საკონტაქტო პირი: ანანო გომართელი; მობ: 577791999

12 დეკემბერს, 11:00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაცია სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის "თაობათა დიალოგის" თავმჯდომარე, რომელიც პოლონეთის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს, იმერეთის ახალი ამბების სააგენტო topnews.com.ge-ს პრესკლუბში საგანგებო ბრიფინგს გამართავს.

მის: ქუთაისი, დუმბაძის #4

საკონტაქტო პირი: ირაკლი ვაჩიბერაძე 598 98 49 50

12 დეკემბერს, 11:00 საათზე, ხადას ხეობაში მოკლული ამერიკელი ოჯახის მკვლელობისთვის დაკავებული მწყემსის ადვოკატები „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: მწყემს მალხაზ კობაურის საქმისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა.

მისამართი: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

12 დეკემბერს, 11:00 საათზე, თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის: ჟ.შარტავას N7

12 დეკემბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის პროგრამის კოორდინატორი ვახო კობალაძე პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: საქართველოში პირველად ტყვიის წყაროების დადგენისთვის კვლევა იწყება - როგორ შეუძლიათ მოქალაქეებს, ჩაერთონ კვლევის პროცესში.

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49 საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

12 დეკემბერს, 11:00 საათზე, სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდში Journalists breakfast at Freedom office-ის მორიგი სადისკუსიო შეხვედრა გაიმართება, რომლის სტუმრები: „შენების“ ლიდერი დავით უსუფაშვილი და საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ურთიერთობათა აკადემიის დირექტორი, ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა იქნებიან.

თემა: 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები და პოლიტიკური ვითარება საქართველოში

მის. ჭოველიძის ქ.10

საკონტაქტო: შოთა როსტომაშვილი 577 05 61 17

12 დეკემბერს, 11:30 საათზე მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ლელა სტურუა პრესკონფერნეციას გამართავს.

თემა: კვლევა ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის შესახებ და პრობლემები ამ პროცესში; რა მიზეზით ამბობენ მშობლები უარს კვლევაში მონაწილეობაზე. პედიატრების როლი და პასუხისმგებლობა- რატომ აძლევენ არასწორ რჩევებს მშობლებს. რა შედეგი აჩვენა ქვეყანაში ადრე ჩატარებულმა კვლევამ.

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49 საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

12 დეკემბერს, 11:30 საათზე, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მოკლული გევორქ სარქისიანის საქმეზე პრესკონფერენციას გამართავს.

მის.: თბილისი, აკაკი გახოკიძის 11 ა. 0 სართული, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზი

12 დეკემბერს, 11:30 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“-ში, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებში ქალთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ მომზადებული ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს.

ანგარიშში მიმოხილულია პროექტ „სამართალწარმოება თანასწორობისთვის“ ფარგლებში განხორციელებული აქტივობები. გაანალიზებულია საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებში ქალთა უფლებრივი და სამართლებრივი მდგომარეობა.

მის.: თბილისი, 26 მაისის მოედანი N1

12 დეკემბერს, 11:45 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

მის: ქუთაისი, ბიუროს სხდომათა დარბაზი

12 დეკემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაის შეხვდება.

მის: პირველი რესპუბლიკის მოედანი 6

12 დეკემბერს, 12:00 საათზე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური პანკისს, ომალოს საჯარო სკოლას ესტუმრება, 13:30 საათზე დუისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში უხუცესებს შეხვდება, 15:00 საათზე ქისტების პანკისის ხეობაში დასახლებიდან 200 წლისთავისადმი მიძღვნილ დოღს დაესწრება და გამარჯვებულებს დააჯილდოვებს, 16:00 საათზე კი ახმეტის "ქალთა ოთახში" ქისტ ქალთა საბჭოსა და საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებს შეხვდება.

საკონტაქტო პირი: დათო კაკულია -577 11 05 56

12 დეკემბერს, 12.00 საათზე, პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართება.

მის: ქუთაისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი

12 დეკემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ტადაჰარუ უეჰარა ეწვევა და საჯარო ლექციას გამართავს.

თემა: „იაპონური კულტურა და იაპონური წარმოების ტრადიციული ღირებულებები“.

მის: მერაბ კოსტავას 77; ადმინისტრაციულ კორპუსში, შეხვედრების ოთახში (მე-3 სართ.)

12 დეკემბერს, 14:00 საათზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედის საბავშვო ბაღში კავშირი „ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო“ გამართავს პროექტის პრეზენტაციას - „ეკო-ენერგია ერისიმედის ბავშვებს“.

12 დეკემბერს, 14:00 საათზე, ქუთაისის აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მსოფლიო ბანკის პროექტის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის” (GENIE) ფარგლებში თანადაფინანსების გრანტების პროგრამის პრეზენტაციას გამართავს.

მის: თამარ მეფის ქ. 59; ადმინისტრაციული კორპუსი, აუდიტორია 1114

12 დეკემბერს, 14:30 საათზე, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ნატოს სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი სტუდენტებისთვის საჯარო ლექციას გამართავს.

მის: შალვა დადიანის 2/1

პრესასთან საკონტაქტო პირი: მარიამ ჯაფარიძე 555 10 10 40

12 დეკემბერს, 15:00 საათზე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართება ნიკოლაი ზენკოვიჩის წიგნის „ჰეიდარ ალიევი „ბედის ზიგზაგები“ ქართული თარგმანის (მთარგმნელი პროფესორი ჭაბუკი ქირია) პრეზენტაცია.

მის: რუსთაველის გამზ. 52; მე-3 სართულის სხდომათა დარბაზი.

12 დეკემბერს, 16:00 საათზე, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში „სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი“ ფოკუს ჯგუფის შედეგების პრეზენტაციას გამართავს.

მის: ქ. ახალციხე, მანველიშვილის ქუჩა N19.

12 დეკემბერს, 16:00 საათზე, “ ექსპო ჯორჯიას“ III პავილიონში დაგროვებითი პენსიის რეფორმისა და მასთან დაკავშირებული სიახლეების შესახებ კონფერენცია გაიმართება

მის : წერეთლის გამზ. 118

12 დეკემბერს, 18:00 საათზე, „ფაბრიკაში“ საფრანგეთის საელჩო და ნიდერლანდების სამეფოს საელჩო ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და აქტივისტებს გადასცემენ პრემიებს ადამიანი უფლების დარგში.

12 დეკემბერს, 18:00 საათზე, „თიბისი კაპიტალი“ კვებისა და სწრაფი მოხმარების პროდუქციის სექტორის შესახებ (FMCG) კვლევას წარადგენს, რომელსაც „თიბისი კაპიტალისა“ და „თიბისი ბანკის“ წარმომადგენლები დაესწრებიან.

მის: მ. ალექსიძის 12, King David.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო