თამარ ჩუგოშვილი - ქალთა ეკონომიკური გაძლიერება ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის

საქართველოში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების შესახებ კონფერენცია გაიმართა. კონფერენციას საქართველოში ბრიტანეთის ელჩი ჯასტინ მაკკენზი სმიტი და პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი დაესწრნენ.

პარლამენტის ინფორმაციით, თამარ ჩუგოშვილმა ყურადღება გაამახვილა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მნიშვნელობაზე და საზოგადოებას გააცნო ის თემები, რომელზეც პარლამენტი მუშაობს, რათა გენდერული უთანასწორობით გამოწვეული პრობლემები დროულად იქნეს აღმოფხვრილი.

„ჩვენს ქვეყანაში გენდერული უთანასწორობა გამოხატულია სხვადასხვა ფორმებით: არასათანადო სოციალური დაცვა, პირდაპირი ან ირიბი დისკრიმინაცია სამსახურში, ოჯახური ვალდებულებების უთანასწორო განაწილება, არათანაბარი ანაზღაურება, ხელმიუწვდომლობა ქონებაზე, აქტივებზე, ფინანსურ სერვისებზე და ა,შ ეს არის ის სამწუხარო რეალობა, რომელიც კვლევებმა აჩვენა და რომელიც ქალებს ხელს უშლის ისე ჩაერთონ ეკონომიკურ აქტივობაში, როგორც მამაკაცები. ის ქალებიც კი, რომლებიც არიან დასაქმებულები მათაც ხვდებათ ეს უთანასწორო გარემო და უამრავი პრობლემა.

პარლამენტში არსებული გენდერული თანასწორობის საბჭო კონცენტრირებულია გენდერული თანასწორობის საკითხებზე,

ვმუშაობთ მეთოდოლოგიის შემუშავებაზე, თუ როგორ უნდა შევქმნათ გენდერულად სენსიტიური ბიუჯეტი, ეს მნიშვნელოვანია რადგან გენდერული თანასწორობა სახელმწიფოს მიერ ამ უზარმაზარი რესურსის ხარჯვა იყოს იმგვარად გააზრებული, რომ რეალიზაციისთვის თანასწორ გარემოს ქმნიდეს, ამის მისაღწევად წლები დაგვჭირდება თუმცა ჩვენ შევქმენით მეთოდოლოგია, რომელიც გადავეცით აღმასრულებელ ხელისუფლებას და რამდენიმე სამინისტრო იწყებს პილოტირებას და დანერგვას, შესაბამისად ნაბიჯ-ნაბიჯ მივალთ იქამდე, რომ ეს ძალიან დიდი რესურსი, რაც არის სახელმწიფო ბიუჯეტი ისე იხარჯებოდეს, რომ მოხმარდეს თანასწორობის შექმნას ქვეყანაში.

განსხვავება შრომის ანაზღაურებაში - ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელზეც აქტიურად მუშაობს გენდერული თანასწორობის საბჭო. ანაზღაურება ქალებსა და კაცებს შორის თანაბარი შრომისთვის არის ძალიან განსხვავებული, დაახლოებით 35%-იანი სხვაობა არის, ქალები იგივე სამუშაოსთვის იღებენ უფრო ნაკლებს, ვიდრე იღებენ მამაკაცები.

შრომის კოდექსის ცვლილებები - ამ თემაზე განხილვები გვაქვს სხვადასხვა უწყებებთან, დამსაქმებელთა ასოციაციებთან, პროფკავშირებთან იმისთვის, რომ შევძლოთ და ისეთი ცვლილებები შევიტანოთ შრომის კოდექსში, რომელიც მეტნაკლებად ხელს შეუწყობს თანაბარი გარემოს შექმნას.

სექსუალური შევიწროების საკითხი - ეს არის დისკრიმინაციის ფორმა, რომელიც როგორც წესი არის დაფარული, ადამიანები არ საუბრობენ, რომ მათ მსგავსი პრობლემები ხვდებათ სამსახურში, სირცხვილის თუ სხვადასხვა გრძნობის გამო, მაგრამ რეალურად ამ პრობლემის მასშტაბი არის ძალიან დიდი, ეს საკითხი ჩვენს კანონმდებლობაში არ არის დარეგულირებული და ვაპირებთ გარკვეული ვალდებულებების შემოღებას, რათა სექსუალური შევიწროვება იყოს აკრძალული და რომ არსებობდეს მექანიზმები მასთან საბრძოლველად.

ეს პრობლემები არის მხოლოდ ნაწილი იმისა, რომ მოხდეს ქალების ეკონომიკური გაძლიერება. ძალიან ბევრი კომპლექსური ღონისძიებაა გასატარებელი, და მნიშვნელოვანია რომ სახელმწიფოსთან ერთად ბიზნესის და კერძო დამსაქმებლების მხრიდან შეიცვალოს დამოკიდებულება და ერთობლივი ძალისხმევით მეტი ადამიანი ჩავრთოთ ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებაში ქვეყნის დოვლათის შექმნაში და შედეგიც უფრო სწრაფად მიიღწევა.

პარლამენტი და გენდერული თანასწორობის საბჭო გახსნილია ამ თემების მიმართ და ყველა დაინტრესებულ პირს შეუძლია გაეცნოს ჩვენს მომავალ სამოქმედო გეგმებს ამ პრობლემებთან ბროლის კუთხით“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო