„არა ბულინგს“ კამპანიის ფარგლებში მთავარ პროკურატურაში მოსწავლეებისთვის კინოჩვენება მოეწყო

საქართველოს მთავარ პროკურატურაში კამპანიის „არა ბულინგს“ ფარგლებში, საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ბულინგის თემაზე კინოჩვენება მოეწყო. მე-9 და მე-12 კლასის მოსწავლეებმა კიბერტერორზე მხატვრული ფილმი ნახეს.

პროკურატურის ინფორმაციით, ღონისძიებაზე, რომელსაც საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე და აშშ-ს საელჩოს იურიდიულ საკითხთა მრჩეველი მაიკლ გრანტი ესწრებოდნენ, საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა მოსწავლეებთან ერთად ფილმი განიხილეს. პროკურორებმა მოზარდებს ბულინგთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს და მათთვის საინტერესო კითხვებს უპასუხეს.

საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით კამპანია „არა ბულინგს“ 10 დეკემბერს დაიწყო. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს 7 ქალაქში - ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თელავსა და რუსთავში ბულინგის და ძალადობის პრევენციის მიზნით სხვადასხვა აქტივობები და ღონისძიებები ჩატარდება.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და პროექტ „დიოჯეის“ ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე ღონისძიებებზე რაიონული პროკურატურის და საქართველოს პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების სამსახურის წარმომადგენლები თვითმმართველობის, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და სკოლის მოსწავლეებს შეხვდებიან, განიხილავენ ბულინგის გამოხატვის ფორმებს და ამ მიმართულებით პრევენციული ღონისძიებების გატარების შესაძლებლობებზე ისაუბრებენ.

კამპანიის ფარგლებში ჩატარდება სხვადასხვა ღონისძიებები, მათ შორის არტ-ნამუშევრების გამოფენა და ველომარათონი.

ბულინგის წინააღმდეგ მიმართული კვირეული თბილისში დასრულდება, სადაც მოსწავლეების მიერ თემაზე „არა ძალადობას“ გადაღებული ვიდეორგოლების კონკურსი გაიმართება.

კამპანია „არა ბულინგს“ ერთი კვირა გაგრძელდება და მისი მიზანია არასრულწლოვნებში ბულინგის და ძალადობის წინააღმდეგ ცნობიერების ამაღლება და პრევენცია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო