პრემიერი ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორის გარდაცვალებაზე - მოხდა ადამიანური ტრაგედია და ამაზე პოლიტიკური სპეკულაცია მიუღებელი და ამორალურია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის შეფასებით, ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორის ია კერზაიას გარდაცვალება ადამიანური ტრაგედიაა და ამაზე პოლიტიკური სპეკულაციები მიუღებელია. ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქის“ პირდაპირ ეთერში, მოსახლეობის შეკითხვების პასუხისას განაცხადა.

პრემიერმა სამძიმარი გამოუცხადა გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს და კოლეგებს.

„მოხდა ადამიანური ტრაგედია და ამაზე პოლიტიკური სპეკულაცია მიუღებელი და ამორალურია“, - განაცხადა პრემიერმა.

9 დეკემბერს ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორი ია კერზაია გარდაიცვალა. კერზაია ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის კლინიკაში ინსულტით რამდენიმე დღის წინ მოათავსეს. მას ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებდა, რომელსაც, მისი მტკიცებით, კერზაია ხელისუფლებისგან განიცდიდა. კერძოდ, ბაჩანა შენგელია, ბოლო პერიოდში სკოლაში აუდიტის სამსახურის შესვლას სკოლის დირექტორზე ზეწოლად აფასებდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს