საპატრიარქო - დიდად გულსატკენია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ კვლავ არ გაითვალისწინა ეროვნული ინტერესები და შექმნა ხალხში დაძაბულობა

მიწის გასხვისების საწინააღმდეგოდ საქართველოს საპატრიარქოში გუშინ კონფერენცია ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაცია საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა. მათივე ცნობით, ღონისძიებას ესწრებოდნენ: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე), ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა) და მცხეთა-თბილისის ეპარქიის ტაძრების წინამძღვრები.

კონფერენციაზე მოხსენებებით წარდგნენ დარგის სპეციალისტები: ნაუმ ტურაბელიძე, თამარ ქვრივიშვილი, გელა ღლიღვაშვილი.

„ყურადღება გამახვილდა სახელმწიფო მიწის გასხვისების პრობლემაზე.

აღინიშნა, რომ საერთაშორისო პრაქტიკითაც (გაეროს სურსათის უსაფრთხოების მსოფლიო კომიტეტის სესია, 2012 წ.) არ შეიძლება მიწა განისაზღვროს მხოლოდ ყიდვა-გაყიდვის საგნად, რასაც დღეს, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში აქვს ადგილი. იგი პირველ რიგში ისტორიულ-კულტურულ-რელიგიურ-ეკოლოგიური დატვირთვის მქონეა და განსაკუთრებულ მოფრთხილებას საჭიროებს თუნდაც იმიტომ, რომ ისეთი სიმდიდრეა, რომელსაც ვერ აწარმოებ და ვერ შექმნი.

დიდად გულსატკენია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ კვლავ არ გაითვალისწინა ეროვნული ინტერესები და შექმნა ხალხში დაძაბულობა.

კონფერენციამ შეიმუშავა მიმართვა ხელისუფლებისათვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, 7 დეკემბერს, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არაკონსტიტუციურად გამოაცხადა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის მიერ დაწესებული მორატორიუმი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო