საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, ზოგიერთი სკოლისა და ორგანიზაციის ადმინისტრაციას ცალკეული პირები პატრიარქის სახელით გარკვეული ლიტერატურის შეძენას სთავაზობენ. როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, ეს პირები მოქმედებენ თვითნებურად.
„როგორც შევიტყვეთ, ზოგიერთი სკოლისა და ორგანიზაციის ადმინისტრაციას უკავშირდებიან ცალკეული პირები და სთავაზობენ გარკვეული ლიტერატურის შეძენას კათოლიკოს-პატრიარქის სახელით. აღნიშნული საერთოდ არ შეესაბამება რეალობას და ამის ჩამდენნი მოქმედებენ თვითნებურად“, - აცხადებენ საპატრიარქოში.