აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მაიკ პომპეოს და სალომე ზურაბიშვილის სატელეფონო საუბრის შესახებ განცხადებას ავრცელებს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს და საქართველოს არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სატელეფონო საუბრის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

„სახელმწიფო მდივანმა მაიკლ პომპეომ გუშინ საქართველოს არჩეულ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს დაურეკა და მას არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. მხარეებმა ისაუბრეს აშშ-საქართველოს თანამშრომლობაზე საერთო გლობალური უსაფრთხოების პრიორიტეტებთან დაკავშირებით. ასევე, აშშ-ს ურყევ მხარდაჭერაზე საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობისადმი და საარჩევნო და სასამართლო რეფორმების მნიშვნელობაზე საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის და დასავლური ინტეგრაციისთვის”, - ნათქვამია განცხადებაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა