გიორგი ვაშაძე - ვფიქრობ, თითზე ჩამოსათვლელი ან საერთოდ არ იქნებიან ინაუგურაციაზე  სხვა ქვეყნების პირველი პირები

ვფიქრობ, თითზე ჩამოსათვლელი ან საერთოდ არ იქნებიან სხვა ქვეყნების პირველი პირები იანუგურაციაზე, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“, გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მას აქვს გარკვეული ინფორმაცია, თუმცა კითხვის მიუხედავად, არ დაუკონკრეტებია, რაზე დაყრდნობით აკეთებს აღნიშნულ განცხადებას. როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, ყოველივე ეს გამოწვეულია იმ არადემოკრატიული ქმედებებით, რომლის ფონზეც საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა.

„ვფიქრობ, თითზე ჩამოსათვლელი ან საერთოდ არ იქნება ინაუგურაციაზე სხვა ქვეყნების პირველი პირები. ამას აქვს ძალიან მარტივი მიზეზი, ყველასთვის იყო შოკი ის, რაც საქართველოში მოხდა. ეს მარტო საქართველოს პრობლემა კი არ არის, რაც ივანიშვილმა ჩაატარა, ეს არის ევროპის პრობლემაც“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს, თელავშია დაგეგმილი.

იხილეთ ვიდეო: "ვფიქრობ, თითზე ჩამოსათვლელი ან საერთოდ არ იქნებიან ინაუგურაციაზე სხვა ქვეყნების პირველი პირები" - გიორგი ვაშაძე

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა