სასამართლომ სალომე ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე  გაერთიანებული ოპოზიციის სარჩელი არ დააკმაყოფილა

ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ სარჩელი, რომლითაც ისინი სალომე ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნას ითხოვდნენ, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

როგორც გაერთიანებულ ოპოზიციაში აცხადებენ, საქმეს ზემდგომ ინსტანციებში გაასაჩივრებენ.

ოპოზიციურმა გაერთიანებამ საქალაქო სასამართლოს გუშინ მიმართა. როგორც ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გუშინდელ ბრიფინგზე განაცხადა, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ ხელისუფლების მხრიდან ადგილი ჰქონდა ამომრჩევლის უპრეცედენტო მოსყიდვას, რაც წინასაარჩევნოდ, 600 000 მოქალაქისთვის ვალების ჩამოწერის დაპირებაში გამოიხატა.

იხილეთ ვიდეო: გაერთიანებული ოპოზიციის სარჩელი სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ სასამართლომ არ დააკმაყოფილა

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა