ბრაზილიაში, საკათედრო ტაძარში სროლას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

ბრაზილიის ქალაქ კამპინასის საკათედრო ტაძარში სროლის შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

მათი მონაცემებით, გარდაცვლილთა ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. ასევე უცნობია მომხდარის მოტივი.

ადგილობრივ ტელეკომპანია „გლობოსთან“ საუბარში თვითმხილველები აცხადებენ, რომ დამნაშავემ მრევლის მისამართით ცეცხლი მაშინ გახსნა, როდესაც ღვთისმსახურებას ესწრებოდნენ. არსებული ინფორმაციით, ამის შემდეგ მან თავი მოიკლა.

მე-19 საუკუნის საკათედრო ტაძარი ქალაქის ხალხმრავალ რაიონში მდებარეობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა