ნატო-ს გენერალური მდივანი - არ არსებობს იმის დადასტურება, რომ რუსეთი აპირებს ქცევის შეცვლას

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ვერ ხედავს რუსეთის სურვილს, შეცვალოს თავისი აგრესიული და მიუღებელი საქციელი მსოფლიოში. ამის შესახებ გენერალური მდივანი საკუთარ სტატიაში წერს, რომელიც „defensenews.com“-ში გამოაქვეყნა.

„ბოლო წლებში, მოწმე გავხდით სულ უფრო საშიში და მიუღებელი ქცევის მოდელისა რუსეთის მხრიდან: მისი სამხედრო გაძლიერების და აგრესიული ქმედებების ჩრდილოეთ ევროპის რეგიონიდან ახლო აღმოსავლეთამდე, მათ შორის, საშუალო მანძილის ახალი სარაკეტო სისტემის, რომელიც საეჭვოს ხდის მის ვალდებულებებს შეიარაღების კონტროლის შეთანხმებასთან დაკავშირებით; მის მიერ ჰიბრიდული ტაქტიკის, მათ შორის, კიბერთავდასხმების, დეზინფორმაციის და სხვა ქვეყნების დემოკრატიულ პროცესებში ჩარევის, მის მიერ ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერების გამოყენების გაერთიანებულ სამეფოში, პირველად ნატოს ტერიტორიაზე. რუსეთი, ასევე, განაგრძობს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას ქვეყნის აღმოსავლეთში კონფლიქტით, რამაც 10 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე უკვე შეიწირა“, - აცხადებს სტოლტენბერგი.

მისი თქმით, სამწუხაროდ, არ არსებობს დადასტურება იმისა, რომ რუსეთის აპირებს საქციელი შეიცვალოს. „ვიდრე ეს არ მოხდება, ნატო ორმაგ მიდგომას შეინარჩუნებს: ძლიერ შეკავებას და თავდაცვას და ამასთან ერთად, კონსტრუქციული დიალოგის არსებობას“, - აცხადებს ნატო-ს გენერალური მდივანი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა