სტრასბურგში, საშობაო ბაზრობაზე მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ორამდე, ხოლო დაშავებულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა

სტრასბურგში საშობაო ბაზრობაზე მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ორამდე, ხოლო დაშავებულთა კი 11-მდე გაიზარდა. როგორც ფრანგული მედია იუწყება, შესაბამისი ორგანოები ტერაქტის ვერსიას განიხილავენ.

ადგილზე სტრასბურგში საფრანგეთის შს მინისტრი კრისტოფ კასტანერი ჩავიდა. როგორც მან განაცხადა, სამართალდამცველებს იდენტიფიცირებული ჰყავთ ბოროტმოქმედი. ამ მომენტისთვის მიმდინარეობს მისი ძებნის სპეცოპერაცია.

ქალაქის ცენტრალური ნაწილი პოლიციის მიერ არის ბლოკირებული. ასევე არსებული ინფორმაციით, დაიხურა ევროპარლამენტი და შენობაში მყოფ პირებს ეკრძალებათ მისი დატოვება.

ლადო პაპავა - საქართველოში სტაბილურად არასტაბილური ვითარება მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.02.2020
ვიქტორ ყიფიანი - ევროკავშირი საქართველოს  რეგიონში მთავარ პარტნიორად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ საქართველო სრულადაა ჩართული „აღმოსავლეთ პარტნიორობის“  მრავალმხრიან  არქიტექტურაში
როგორ დავაჩქაროთ მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელება აზიასა და წყნარ ოკეანეთში