სტრასბურგში მომხდარი შემთხვევის გამო, საფრანგეთში სასაზღვრო კონტროლი,  საშობაო ბაზრობებზე კი უსაფრთხოების ზომები გამკაცრდება

საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში, საშობაო ბაზრობასთან ახლოს, შეიარაღებული პირის მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად მოკლულია სამი და დაჭრილია 12 ადამიანი. „ბიბისის“ ცნობით, თავდასხმის შემდეგ იგი გაიქცა. მომხდარზე გამოძიება საფრანგეთის კონტრტერორისტულმა პროკურორმა დაიწყო. დაშავებულთაგან 6-ის მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენი ექვსი კი მსუბუქადაა დაშავებული.

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, მომხდარის შემდეგ საფრანგეთში სასაზღვრო კონტროლი გამკაცრდა. ამასთან, გამკაცრდება უსაფრთხოების ზომები ყველა საშობაო ბაზრობის მიმდებარედ.

დამნაშავის დაკავებას 350 სამართალდამცველი ცდილობს. როგორც ძალოვან უწყებაში აცხადებენ, თავდამსხმელი 29 წლისაა და სავარაუდოდ სწორედ სტრასბურგში დაიბადა. იგი პოლიციისთვის ცნობილი იყო შესაძლო ტერორისტული საფრთხის გამო. მას პოლიცია ქურდობისთვის ეძებდა. იგი სამშაბათს საკუთარი ბინიდან გაიქცა, სამძებრო სამუშაოების დროს კი სამართალდამცველებმა მას ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოუჩინეს. აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტი, რომელიც სტრასბურგში შემთხვევის ადგილთან ახლოს მდებარეობს, დაიკეტა.

იხილეთ ვიდეო: საფრანგეთში ასობით სამართალდამცველი თავდამსხმელის ძებნას განაგრძობს

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს