ჩოხატაურის ასეულის და ოზურგეთის ბატალიონის მებრძოლები ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით დაჯილდოვდნენ

გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში, საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 29 ნოემბრის განკარგულებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისა და თავდადებისთვის, სიკვდილის შემდეგ, ჩოხატაურის ასეულის 4 მებრძოლი: გელა ბელოუსოვი, მამუკა კალანდაძე, გურამ უჯმაჯურიძე, ზაზა ცინცაძე და ოზურგეთის ბატალიონის 7 მებრძოლი: ბესო ვასაძე, მერაბ ვასაძე, ჯონდო ვასაძე, დიმიტრი თალაკვაძე, ხვიჩა ღლონტი, დავით ცანკაშვილი და გოჩა შილაკაძე ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით დაჯილდოვდნენ.

ვეტერანების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, ჯილდოები დაღუპულთა ოჯახის წევრებს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ, გურიის გუბერნატორის მოადგილეებმა გია ებრალიძემ და გიორგი თურმანიძემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ და ჩოხატაურის მერის მოადგილემ მინდიამ ჟღერიამ გადასცეს.

ღონისძიებას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, მალხაზ თოფურია, გურიის რეგიონული სამმართველოს უფროსი, გელა ბაქანიძე, უწყების თანამშრომლები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, დაღუპული მებრძოლების ოჯახის წევრები, ახლობლები და ვეტერანები დაესწრნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა