გორში, სტალინის გამზირზე, 23-ე  კორპუსის ეზო მოასფალტდა

გორში, სტალინის გამზირზე, 23-ე მრავალსართულიანი კორპუსის ეზო მოასფალტდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გორის მერიიდან აცნობეს, პროექტი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

„სამუშაოების ღირებულებამ 23 922 ლარი შეადგინა. თანხის 90% - 21 530 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.

მიმდინარე წელს თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში 33 პროექტი განხორციელდა. მათმა საერთო ღირებულებამ 391 465 ლარი, მერიის თანადაფინანსების წილმა კი 352 400 ლარი შეადგინა. თანადაფინანსების ინფრასტრუქტურული პროგრამის ფარგლებში გორის მერია ადგილობრივი ბიუჯეტიდან 90%-იანი წილობრივი მონაწილეობით მოსახლეობას საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების საშუალებას აძლებს“, - ნათქვამია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს