გიორგი აბაშიშვილი - პარლამენტის მომზადებული კანონპროექტი ლაჩრული და ვერაგულია

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი "საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც ადმინისტრაციის ყველა თანამშრომლის ადმინისტრაციული ხელშეკრულებებით დასაქმებაზე გადაყვანას ითვალისწინებს, ლაჩრულს, ვერაგულს, ცალსახად დისკრიმინაციულსა და ანტიკონსტიტუციურს უწოდებს. გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ამ გადაწყვეტილებაში ერთი მარცვალიც რომ იყოს სწორი, ის თანაბრად უნდა ვრცელდებოდეს საქართველოს პარლამენტზეც და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაზეც.

„ეს არის მორიგი დარტყმა პრეზიდენტის ინსტიტუტზე უკვე მერამდენე, სათვალავი მართლა ამერია და მე მინდა მათ ვურჩიო, რომ ამდენ უბადრუკ მცდელობას, ჯერ კიდევ ხომ აქვთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, ადგნენ და მთლიანად გააუქმონ პრეზიდენტის ინსტიტუტი როგორც ასეთი. ვთქვათ, რომ პრეზიდენტს ჩვენ აღარ ვირჩევთ და დაისვენებენ თვითონ, რადგან ძალიან ბევრს წვალობენ. ამავდროულად მინდა პირდაპირ ვთქვა, აი, ამ ცვლილების იურიდიული აბსურდულობა. ეს არის ვერაგული და ლაჩრული გადაწყვეტილება ამ პროფესიონალებთან მიმართებაში, რომლებიც აქ, ამ შენობაში არიან. მაგრამ მესმის, მათ აი, ამ პროფესიონალებთან, აი, ამ მაღალი დონის პროფესიონალებთან, რომლებიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები არიან, პროფესიული საუბარი გაუჭირდებათ.

გადაწყვეტილება ცალსახად დისკრიმინაციული და ანტიკონსტიტუციურია, ამიტომ იღებენ ასეთ ლაჩრულ გადაწყვეტილებას, მაგრამ ერთი მარცვალიც რომ იყოს მასში სწორი, მაშინ, ეს გადაწყვეტილება თანაბრად უნდა ვრცელდებოდეს საქართველოს პარლამენტზე და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაზე. მინდა აი, ამ აბსურდის, ე.წ. ავტორებს ვუთხრა, რომ კარგი იქნებოდა ვიდრე ისინი ამ აბსურდს ქმნიდნენ, პირველი კურსის იურიდიული ფაკულტეტის დამწყებ სტუდენტებთან ათ წუთიანი კონსულტაცია მაინც გაევლოთ. საკუთარ აბსურდში მათ ეს ახალგაზრდები დაარწმუნებდნენ”, - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

იხილეთ ვიდეო: გიორგი აბაშიშვილი - პარლამენტის მომზადებული კანონპროექტი ლაჩრული და ვერაგულია

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო