ენერგეტიკის და  წყალმომარაგების დარგის სპეციალისტებისა და სამშენებლო სექტორის, წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ინდუსტრიული გამოფენა იხსნება!

2018 წლის 14-15 დეკემბერს გამოფენების ცენტრი „ექსპოჯორჯია“ უმასპინძლებს ორ საერთაშორისო გამოფენას ერთი ქოლგის ქვეშ, – Elcomm Caucasus 2018 და AquaTherm Tbilisi 2018.

გამოფენაზე წარმოდგენილია სხვადასხვა პროდუქტები და სერვისები როგორც სამომხმარებლო ისე სამრეწველო შემდეგი დარგებიდან: ენერგეტიკა, ელექტრო კომუნიკაცია, ელექტრონული და ჰიდრო-ენერგეტიკა და ინჟინერია, წყალმომარაგება და გათბობა-კონდიცირება.

უფრო კონკრეტულად კი გამოფენაზე დაგხვდებათ შემდეგი პროდუქტები: საირიგაციო სისტემები, წყლის ფილტრები, მრიცხველები და დამარბილებლები, გამათბობლები, კონდიციონერები და კონდიცირების სისტემები, ბოილერები, გასათბობი ქვაბების დისტანციური მართვის სისტემები, ტრანსფორმატორები, ელექტრო კარადები, მრიცხველები, ტურბინები, დაცვისა და უსაფრთხოების სისტემები და სხვა.

ენერგეტიკის სექტორი საქართველოში ინვესტიციებისათვის ერთ–ერთი ყველაზე მიმზიდველი დარგია, ინდუსტრია სწრაფად ვითარდება. პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდება ქვეყნის ეკონომიკის ზრდასთან ერთად. ქვეყანა ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს თავისი მიზნისაკენ გახდეს ელექტროენერგიის ტრანზიტის რეგიონალური ჰაბი.

ექპოჯორჯია საშუალებას მისცემს ინდუსტრიის წარმომადგენლებს: მწარმოებლებს, დისტრიბუტორებს, პროდუქტებისა და მომსახურების მომწოდებლებს და მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდნენ ერთმანეთს, განიხილონ ენერგეტიკის სექტორის გამოწვევები და შესაძლებლობები.

გამოფენის ფარგლებში ტარდება B2B შეხვედრები, სადაც ჩვენი გუნდი აორგანიზებს მონაწილეების პირისპირ შეხვედრას მათთვის ბაზარზე მყოფ ნებისმიერ საინტერესო კომპანიასთან, პოტენციურ პარტნიორთან. გასულ წელს ამ შეხვედრების შედეგად გაფორმდა არაერთი ხელშეკრულება და დამყარდა არაერთი პარტნიორული ურთიერთობა.

გამოფენის პარალელურად იმართება კონფერენცია -ჰიდროტექნიკური ნაგებობები: პროგრესი კაშხლების უსაფრთხოებაში, განახლებადი ენერგია 2018 .

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა