გია ვოლსკი - სამწუხაროა, რომ 2019 წლის ბიუჯეტში პრიორიტეტად კვლავ რჩება სოციალური პრობლემები, რომელიც ათეული წლებია ვერ მოგვარდა

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, სამწუხაროა, რომ 2019 წლის ბიუჯეტში პრიორიტეტად კვლავ რჩება სოციალური პრობლემები, რომლის მოგვარება ათეული წლების განმავლობაში ვერ მოხერხდა.

როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, ბიუჯეტში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ინფრასტრუქტურულ პროექტებს, თავდაცვასა და უსაფრთხოებას.

„სამწუხარო ფაქტია, მაგრამ 2019 წლის ბიუჯეტში პრიორიტეტად კვლავ რჩება სოციალური პრობლემები, რომელიც საქართველოს ახასიათებს და ამ მხრივ დადებითად უნდა შევაფასოთ ის, რომ გაიზრდება სოციალურ პროგრამებზე გამოყოფილი თანხები. სამწუხაროა, რომ ათეული წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებებმა ვერ მოახერხეს ამ თემის ერთხელ და სამუდამოდ მოგვარება, გარდა ამისა, ძალიან მძიმე მემკვიდრეობაა ადამიანების ჯანმრთელობის თვალსაზრისით. ბევრი რამ უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ფიზიკურად გადარჩეს ბევრი ადამიანი. მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, ყველა ხაზით განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა, ეს რაც შეეხება სოციალურ თემას. მნიშვნელოვანი თანხებია გამოყოფილი ინფრასტრუქტურული პროგრამებისათვის, რაც თავისთავად ეკონომიკურ ზრდასთან იქნება დაკავშირებული. რასაკვირველია, პრიოროტეტია თავდაცვა და უსაფრთხოება,“–განაცხადა გია ვოლსკიმ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო