ადა მარშანია პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების შესაძლო შემცირებაზე - მიმაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება სწორია

მიმაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება სწორია, – ამგვარად გამოეხმაურა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ადა მარშანია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოსალოდნელ შემცირებებს.

მისი თქმით, საკითხი სიღრმისუელ განხილვას საჭიროებს და ამ ეტაპზე დეტალურად ვერ ისაუბრებს, თუმცა თვლის, რომ პრეზიდენტმა თავად უნდა გადაწყვიტოს ვინ იმუშავებს მასთან.

„პირველ რიგში, ეს კანონპროქტი უნდა განვიხილოთ, ასე ხელაღებით, რომ არ გიპასუხოთ, ჩავიხედოთ კანონპროექტში, განვიხილოთ სერიოზულად და მერე უკვე კვალიფიციურად გაგცემთ პასუხს. ისე ზოგადად, შემიძლია ვთქვა, რომ პრეზიდენტი თავისი აპარატის მიმართულებაში უნდა იყოს მაქსიმალურად თავისუფალი, რადგან ისეთი აპარატი ჰყავდეს, რომელიც ეფექტურად იმუშავებს და ვინ თუ არა მან, პირველ რიგში უნდა გადაწყვიტოს, რომელი ადამიანი იმუშავებს მასთან. რასაკვირეველია, უნდა ვიფიქროთ ამ ადამიანების უფლებების დაცვაზე,“ – განაცხადა ადა მარშანიამ.

როგორც ცნობილია, პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის კატეგორიულად მიუღებელია კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომლის მიხედვით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული პირები უნდა გახდნენ.

როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი განმარტავს, აღნიშნული ცვლილებები იმას ნიშნავს, რომ თანამშრომლებს, რომლებიც მრავალი წელია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობენ და უზარმაზარი გამოცდილება გააჩნიათ, აღარ ექნებათ დაცულობის ის გარანტიები, რაც საჯარო მოხელეებს აქვთ და მათ სამსახურიდან ნებისმიერ დროს, კომპენსაციისა და ახსნა-განმარტების გარეშე გაუშვებენ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო