(Gncold)-ის ორგანიზებით 2018 წლის 14 დეკემბერს საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიაში" კონფერენცია: ჰიდრო ნაგებობების (კაშხლების) უსაფრთხოება განახლებადი ენერგიის განვითარება - ტარდება

„საქართველოს მაღალი კაშხლების ეროვნული კომიტეტის“ (Gncold)-ის ორგანიზებით 2018 წლის 14 დეკემბერს საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიაში" (მე-11 პავილიონი) ტარდება საერთაშორისო კომფერენცია სახელწოდებით „ჰიდრო ნაგებობების (კაშხლების) უსაფრთხოება -განახლებადი ენერგიის განვითარება 2018“. კონფერენცია ორი ნაწილისგან შედგება პირველ ნაწილში განხილული იქნება ჰიდროტექნიკური ნაგებობების უსაფრთხოების საკითხები. ბოლო დროს, ჰიდროტექნიკურ ნაგებობებზე გახშირებულმა ავარიებმა (შუახევიჰესის გვირაბი, ბახვიჰესი, ლარსიჰესი და სხვა) კიდევ უფრო აქტუალური გახადა ჰიდროელექტროსადგურებზე, ინფრასტრუქტურულ, წყალსამეურნეო და სამელიორაციო ობიექტებზე ჰიდროტექნიკური ნაგებობების უსფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობა. აშკარაა, რომ პრობლემა სისტემური ხასიათისაა და მსგავსი ინციდენტების პრევენციის მიზნით, აუცილებელია სასწრაფო ზომების მიღება.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო და ქართველი ცნობილი სპეციალისტები. წარმოდგენილი იქნება ახალი მიდგომები, ტექნოლოგიები და საერთაშორისო პრაქტიკა ჰიდროტქნიკური ნაგებობების კაშხლების უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის.

კონფერენციის მეორე ნაწილი დაეთმობა სქართველოში განახლებადი ენერგიების ათვისებაში (ჰიდრო, ქარი, მზე) არსებული სიტუაციებისა და პრობლემების განხილვას.

მომხსენებლები:

დავით მირცხულავა (საქართველო) ლევან ვეფხვაძე (საქართველო)

რევაზ არველაძე (საქართველო) მიხეილ ნიბლაძე (საქართველო)

გიორგი ჩიქოვანი (საქართველო) გიორგი აბრამიშვილი (საქართველო)

მანუელ ანტუან -ვალერი (საფრანგეთი) გია არაბიძე (საქართველო)

შტუკე (შვეიცარია) მურმან მარგველაშვილი (საქართველო)

აგოსტინო ავანცი (იტალია) პაატა ცინცაძე (საქართველო)

მაურო პიკოლო. (იტალია)

ივანე ნონიევი (საქართველო)

არჩილ მოწონელიძე (საქართველო)

კონფერენციაზე დასწრების მსურველებმა გამოაგზავნეთ მოთხოვნა შემდეგ ელფოსტაზე: marketing@expogeorgia.ge

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა