კახა კალაძე  - თბილისის კონკრეტულ უბნებში გადაჭარბებული ხმაური მიუღებელია

თბილისის კონკრეტულ უბნებში გადაჭარბებული ხმაური მიუღებელია, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძემ მუნიციპალურ ინსპექციას რაც შეიძლება მოკლე დროში პრობლემის მოგვარება დაავალა.

"ბოლო პერიოდში გარკვეული ცვლილებები განხორციელდა კანონმდებლობაში, რომლის საფუძველზეც რეგულირდება ხმაური, განსაკუთრებით საცხოვრებელ ზონებში და დაწესდა მაქსიმალური ლიმიტები, თუ რამდენი დეციბელით არის დასაშვები ხმაური. ამ ყველაფრის მოწესრიგება მუნიციპალურ ინსპექციას დაევალა. სამწუხაროდ დღეს, თბილისში ეს რეგულაცია დაცული არ არის, განსაკუთრებით ტურისტულ არეალებში საკმაოდ კრიტიკული მდგომარეობაა. განსაკუთრებით შეწუხებულია კალაუბნის მოსახლეობა, ასევე სერიოზულად ზარალდება ამ უბნებში განთავსებული სასტუმროები. ეს არის სერიოზული პრობლემა, ამიტომ მუნიციპალურ ინსპექციას მინდა დავავალო, რომ ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა, ეს ყველაფერი მოწესრიგებული და დარეგულირებული იყოს. ჩვენ არავის ვერჩით, კაფეც უნდა იყოს, ბარიც, დისკოკლუბებიც, მაგრამ ის მიდგომა, რაც ამ ლოკაციებზე ხდება, მიუღებელია.

გამოდგმული აქვთ დინამიკები გარეთ, აწეული აქვთ ბოლო ხმაზე და ცდილობენ ერთმანეთის გადაფარვას. არაკომფორტულია ადამიანი მიხვიდე, დაჯდე და ელემენტარულად ისაუბრო. არსად მსოფლიოში, არცერთ განვითარებულ ქალაქში ასეთი მიდგომა და დამოკიდებულება არ არის. ამიტომ დავალებაა, რაც შეიძლება სწრაფად მოგვარდეს ეს პრობლემა.

სერიოზული პრობლემა ექმნება სასტუმრო ბიზნესს. „გუგლის“ რუკაზე გაჩნდა წითელი არეალები, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ კონკრეტულ არეალებში არ არის რეკომენდირებული დარჩენა. ეს პრობლემაა იმ ადამიანებისთვის, ვინც ინვესტიციები განახორციელა ამ უბნებში, სასტუმროები გააკეთა. ყველაფერი უნდა მოექცეს წესრიგში და კანონის ფარგლებში",- განაცხადა კალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა