თბილისის საბავშვო ბაღებში საახალწლო საჩუქრის გადასაცემად  თითო ბავშვზე 7 ლარამდე დაიხარჯება

საახალწლო საჩუქრის გადასაცემად ერთ ბავშვზე დაახლოებით 7 ლარამდე თანხა დაიხარჯება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის ბაგა–ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახა გვანცელაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, თბილისის საბავშვო ბაღების 61 ათასი აღსაზრდელისთვის საახალწლო საჩუქრების გადასაცემად ტენდერი იყო გამოცხადებული.

„ტენდერში რამდენიმე კომპანია მონაწილეობდა და მასში „ბარამბომ“ გაიმარჯვა. შესაბამიასად, 13 დეკემბრიდან თბილისის საბავშვო ბაღებში ბავშვებისთვის საახალწლო საჩუქრების გადაცემა დაიწყება. ტკბილეულს საახალწლო საჩუქრის სახით 61 ათასამდე პატარა მიიღებს“, – განაცხადა გვანცელაძემ.

მისივე თქმით, თავად ბაღები გადაწყვეტენ, როდის დაურიგონ ბავშვებს ტკბილეული, რაც ბაღებში საახალწლო ღონისძიებების შესაბამისად მოხდება.

მისივე თქმით, საახალწლო ტკბილეულის შესაძენად 400 ათასამდე ლარია გამოყოფილი. თითეულ ბავშვზე კი 7 ლარამდე თანხა დაიხარჯება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა