ანა ნაცვლიშვილი - ჩვენთან დასაქმებული პირები მარგველაშვილის ან სააკაშვილის თანამშრომლები კი არ არიან, ისინი ემსახურებიან ხალხს და ქვეყანას

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი არ ეხებათ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმებულ თანამდებობის პირებს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, საპარლამენტო მდივანს და მრჩევლებს. ამის შესახებ ნაცვლიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმის“ ეთერში განაცხადა.

„ეს ცვლილება არ ეხება ადმინისტრაციაში თანამდებობის პირებს, მაგალითად ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, საპარლამენტო მდივანს, მრჩევლებს და ა.შ. საუბარი იმაზე არ არის, რომ ამ ადამიანებს ვინმე უშვებს. აქ საუბარი არის იმ ათეულობით ადამიანზე, რომლებიც წლებია, მათ შორის სხვადასხვა პრეზიდენტების დროს, მუშაობდნენ საჯარო სამსახურებში, დიდწილად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ესენი არიან კვალიფციური, კომპეტენტური საჯარო მოხელეები, რომლებიც მარგველაშვილის ან სააკაშვილის და შევარდნაძის თანამშრომლები კი არ იყვნენ, არამედ ესენი იყვნენ საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანები, რომლებიც ემსახურებოდნენ ხალხს და ქვეყანას“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

იხილეთ ვიდეო: ანა ნაცვლიშვილი - ჩვენთან დასაქმებული პირები მარგველაშილის ან სააკაშვილის თანამშრომლები კი არ არიან, ისინი ემსახურებიან ქვეყანას

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს