კახა კალაძე - 500 შემსრულებელი მიიღებს საახალწლო კონცერტებში მონაწილეობას -ჩვენ არ დავყოფთ საზოგადოებას „იმისიანებად“ და „ამისიანებად“

თბილისის მერიის წლევანდელი საახალწლო სლოგანი “სიყვარულით სავსე ქალაქი” იქნება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, საახალწლო სოფელი მსურველებს 28 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით უმასპინძლებს.

კალაძის ინფორმაციით, საახალწლო გალა -კონცერტზე 40 ნომერი იქნება წარმოდგენილი, რომელსაც 170 შემსრულებელი ეყოლება.

„ნაძვის ხესთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან მასშტაბური პროექტი. წინასწარ არ მინდა ამაზე ვისაუბრო, ეს სიურპრიზად დავტოვოთ. უბრალოდ, არის გარკვეული ტექნიკური პრობლემები თავის მასშტაბებიდან გამომდინარე, რამდენად შევძლებთ ამის განხორციელებას, პასუხი რამდენიმე დღეში გვეცოდინება და მივიღებთ გადაწყვეტილებას ნაძვის ხის განთავსებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, 28 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, გიმასპინძლებთ საახალწლო სოფელში, რომელიც იქნება რესპუბლიკის მოედანზე. დამთვალიერებელს დახვდება ახალი ინსტალაციები, დიდი საბავშვო სივრცეები, ზღაპრის გმირები, საბავშვო კონცერტები, დღის ბენდები და საღამოს თემატური კონცერტები, საშობაო ბაზრობა და საახალწლო კულინარიაც იქნება წარმოდგენილი. საკმაოდ საინტერესო და თბილი გარემო იქნება. ყველა შემსრულებელი მიიღებს მონაწილეობას სხვადასხვა კონცერტებში. ჩვენ არ დავყოფთ საზოგადოებას „იმისიანებად“ „ამისიანებად“, კატეგორიულად მიუღებელია საზოგადოების დაყოფა, „ჩარეცხვა“, როგორც ეს წლების განმავლობაში ხდებოდა. ამიტომ 500 მონაწილე მიიღებს მონაწილეობას კონცერტებში. 7 იანვარს საახალწლო სოფელს დახურავს ყველა დროის და ყველასათვის საყვარელი მიუზიკლი „ჩხიკვთა ქორწილი“, რომელიც პირველად გათამაშდება თბილისის ცის ქვეშ“, - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება გალა-კონცერტს, კალაძის თქმით, მისი კონცეფცია სამ ნაწილად იყოფა და სცენაც სწორედ სამ სივრცედ გადანაწილდება. „ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით ორკესტრთან ერთად შესრულდება ყველა დროის ყველაზე საყვარელი კინომუსიკა და, რა თქმა უნდა, საახალწლო და საშობაო განწყობისთვის გაჟღერდება ყველასთვის საყვარელი საშობაო სიმღერები. 40 ნომერი იქნება წარმოდგენილი და მსმენელის წინაშე წარდგება 170 მუსიკოს-შემსრულებელი",- განაცხადა კალაძემ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა